ვაშაძე – ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია “ქართული ოცნების” მხრიდან გაყინულია

ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია “ქართული ოცნების” მხრიდან გაყინულია,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ბოლო 9 წლის განმავლობაში ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა.

“ჩათვალეთ, რომ ეს განცხადება საგანგებოა – ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია “ქართული ოცნების” მხრიდან გაყინულია! არაფერი კეთდება განსაკუთრებული იმისთვის, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ნატო-ში ინტეგრაცია. უბრალოდ, ფორმალურად ხდება შესრულება მოჩვენებითი ვალდებულებების, ვითომ ნატოს-კენ მივდივართ. რეალურად, ნატო-ში ინტეგრაცია გაყინულია. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც აქვს “ქართულ ოცნებას”. რატომ? – არ ვიცი. ეშინიათ რუსეთის? ეშინიათ რამე სხვის? ან უბრალოდ მიზანმიმართულად აკეთებენ? – არ ვიცი. ფაქტია, რომ ჩვენ იოტისოდენა ნაბიჯი არ გადაგვიდგამს წინ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში ბოლო 9 წლის მანძილზე. ნატო-ში ინტეგრაცია გაყინულია “ქართული ოცნების” მხრიდან”, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიდამენია – თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვების ერთადერთი ფორმულა ოპოზიციის საერთო კანდიდატებით გასვლაა
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი – ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ამოცანა