ამირან გამყრელიძის თქმით, 10-ზე მეტ საეჭვო შემთხვევათა უმეტესობაში „ომიკრონი“ არ დადასტურდა, 2-ს კი ამ დრომდე სწავლობენ

კვირაზე მეტია, ლუგარის ლაბორატორიაში „ომიკრონის“ საეჭვო შემთხვევებს სწავლობენ, თუმცა გასული 24 საათის განმავლობაში, საყურადღებო მხოლოდ 2 ბიოლოგიური მასალა იყო.

„ჩვენს რეგიონში, ეს შტამი რუსეთსა და უკრაინაშია დაფიქსირებული. ჩვენთან კვლევები მიმდინარეობს. ორი შემთხვევაა საკმაოდ საეჭვო. იმ პროტოკოლის მიხედვით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ასეთი საეჭვო 10-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა გვქონდა. მათგან უმრავლეს შემთხვევაში, სეკვენირებით, არ დადასტურდა და „დელტა“ შტამი აღმოჩნდა, ორ შემთხვევაში, კვლავ გაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს. სეკვენირებას 4-5 დღე სჭირდება“, – ამის შესახებ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აკეთებს.

banner
წინა სტატიაშითემურ ალასანია: ბიძინა ივანიშვილის ნების გარეშე მიხეილ სააკაშვილს არ გამოუშვებენ
შემდეგი სტატიამსჯავრდებული მეგის ქარდავა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს