მსჯავრდებული მეგის ქარდავა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული მეგის ქარდავა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

“მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც ჩემი, ჩემი ძმის და მეგობრების მიმართ ცრუ და გამოგონილი ჩვენებები მიეცით. ვიცი, ზოგიერთმა ეს საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად გააკეთეთ, ზოგიერთმა საკუთარი კეთილდღეობისთვის.

ვინც, ეს საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად გააკეთეთ, რადგან ვერ გაუძელით წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და სექსუალური ძალადობის მუქარას, მინდა ბოდიში მოგიხადოთ თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს ამ ყველაფრისათვის.

ვინც ეს საკუთარი კეთილდღეობისთვის გააკეთეთ, გეტყვით, რომ თქვენს მიმართ არანაირი შურისძიების გრძნობა არ გამაჩნია, მაგრამ მინდა იცოდეთ:
“არა არს დაფარული რომ არ გაცხადდეს”.

ყველამ დაინახა, ვინც უსამართლობაზე თვალი დახუჭა, თვითონაც გახდა იმ უსამართლობის მსხვერპლი. მარტივი ჭეშმარიტებაა: “თუ უსამართლობას ხელს შეუწყობ და თვალს დახუჭავ, ნუ გაგიკვირდება რომ ეს უსამართლობა შენს კარებზეც დააკაკუნებს” – წერს მეგის ქარდავა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძის თქმით, 10-ზე მეტ საეჭვო შემთხვევათა უმეტესობაში „ომიკრონი“ არ დადასტურდა, 2-ს კი ამ დრომდე სწავლობენ
შემდეგი სტატიაუკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია