ამირან გამყრელიძე – ჯანდაცვის მინისტრთან არავითარი დაპირისპირება არ მაქვს, ვაგრძელებ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას

დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის. ეს არის კორონავირუსი, რომელსაც ვებრძვი ერთი წელი და ერთი თვეა. ხან მე ვჯაბნი, ხან ის. ვნახოთ, საბოლოოდ როგორ დასრულდება ეს დაპირისპირება. არავითარი დაპირისპირება ქალბატონ ეკასთან არ მაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამყრელიძემ განაცხადა, საკუთარ თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხზე დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას. თუ სადმე განიხილებოდა ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება, არ ვიცი. გუშინდელ შეხვედრაზე განიხილებოდა მხოლოდ ვაქცინის და ეპიდსიტუაციის საკითხი. თუ ძალიან გინდათ რომ გადავდგე, თუ გყავთ ვინმე კანდიდატი დამისახელეთ და კი, ბატონო. თუ ჩავთვლი, რომ ის არის ღირსეული ადამიანი და ამ ქვეყანას ბევრად უფრო მეტს გაუკეთეს, ვიდრე ამ ეტაპზე მე, სიამოვნებით დავუთმობ ადგილს. ჯერ მე არ გამიგია აუდიტის შემოსვლაზე. არ უთქვამთ ჩემთვის. ვაგრძელებ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – მშვიდობიანი აქციისთვის მოვედით აქ, არავინ აპირებს გადაწოლას და წინააღმდეგობის გაწევას
შემდეგი სტატიადაავადებათა კონტროლის ცენტრმა „კოვაქს“ პლატფორმაზე 575 ათასი დოლარი გადარიცხა