ამირან გამყრელიძე: გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, შეიძლება, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და აუქმებს

გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ვსწავლობთ მიზეზებს, შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და აუქმებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 5,8%-ია აცრილი.

„დღეს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი, 523 000 აცრაა ქვეყანაში ჩატარებული. აქედან სრულად, ანუ ორჯერადად აცრილია 165 000 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5.8 პროცენტს შეადგენს. გუშინ 24 საათში გვქონდა 16 677 აცრა. მნიშვნელოვანი მიგნებაა ბოლო ორი დღის ასევე ის, რომ გუშინ გვქონდა ჩვენ 19 000 ჯავშანი და დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე ან არ ჩაიტარა აცრა. ამიტომ ახლა ჩვენ, ჩვენს აიტი სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ ამას, გაუქმების მიზეზები რა იყო. ესეც მნიშვნელოვანია, რადგანაც შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე, რომ რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, შეიძლება, ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. ან ჰქონდა მესამე მიზეზი, რომ დაჯავშნული ჰქონდათ მაგალითად „სინოფარმზე“ და შემდეგ ამოეწერნენ, გადაჯავშნეს „ფაიზერზე“. დღევანდელი დილის მონაცემებით, 4 700 ადგილია თავისუფალი „ფაიზერზე“, ძირითადად რეგიონებში, „ასტრაზენეკაზე“ – 17 791, „სინოფარმზე“ – 79 523, „სინოვაკზე“ – 73 749“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წინა სტატიაშიგიორგი ნონიაშვილი: “ხელისუფლებამ ღვარძლის და სიძულვილის კამპანია აწარმოა, რამაც გამოიწვია კრიტიკული შეფასებები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან“
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: (IRI) კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მორაობის“ პროექტია