გიორგი ნონიაშვილი: “ხელისუფლებამ ღვარძლის და სიძულვილის კამპანია აწარმოა, რამაც გამოიწვია კრიტიკული შეფასებები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან“

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას აქვს ორი მიზეზი: კოვიდ პანდემია და ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობის კამპანია – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ნონიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ნონიაშვილი აღნიშნავს “ხელისუფლებამ ღვარძლის და სიძულვილის კამპანია აწარმოა“, რამაც გამოიწვია კრიტიკული შეფასებები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.
„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ძირითადად აქვს ორი მიზეზი, პირველი ეს არის კოვიდ პანდემია და ხელისუფლება, რომელიც ვერ უმკლავდება კოვიდ პანდემიას და მეორე უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოში არსებული პოლიტიკური მოცემულობა, სადაც ხელისუფლებამ ღვარძლის, სიძულვილის კამპანია აწარმოა და წაახალისა მთლიანად ძალადობა, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით პირველ რიგში“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ნონიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ქრთამის აღების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, შეიძლება, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და აუქმებს