ამირან გამყრელიძე – აჭარაში, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომოა

აჭარაში, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომოა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, როცა შემთხვევების რაოდენობა იმატებს და ჰოსპიტალებზე ზეწოლა იზრდება, უსიმპტომო ადამიანების სახლში ან საკარანტინო სივრცეში მართვა შესაძლებელია.

„აჭარაში, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა გახლავთ უსიმპტომო. ამიტომ თავისუფლად შესაძლებელია უკვე ბინაზე მკურნალობა. ასევე, ჩვენ შემოვიტანეთ საკარანტინო სივრცეში მართვის პრაქტიკა. რადგან აქამდე შედარებით ცოტა შემთხვევა გვქონდა, ყველას ვმკურნალობდით სტაციონარში, მაგრამ დღეს, როცა შემთხვევების რაოდენობა იმატებს და ჰოსპიტალებზე ზეწოლა იზრდება, უსიმპტომო ადამიანების სახლში ან საკარანტინო სივრცეში მართვა შესაძლებელია, ეს არ ვრცელდება ბავშვებსა და 65 წელს ზემოთ მოხუცებზე. საავადმყოფოში შესული პაციენტი პირველი ორი დღის განმავლობაში გაივლის სრულ გამოკვლევას, რაც აუცილებელია, მესამე-მეოთხე დღეს, ექიმის გადაწყვეტილებით, შეიძლება უკვე გადავიდეს საკარანტინო სივრცეში. მას წამლით მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში არ სჭირდება, მას მხოლოდ დაკვირვება სჭირდება. ასევე, მეორე ალტერნატივაა, რომ უსიმპტომო და მსუბუქმა პაციენტებმა მართვის კურსი ჩაიტარონ თავიანთ სახლებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი – საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა მიიღო
შემდეგი სტატია“ნებისმიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მცდელობას შეშფოთებით ვუყურებთ”