ამერიკულმა თვითმფრინავმა მიმართულება შეცვალა ბორტზე ნაპოვნი გულის გამო

ამერიკულმა თვითმფრინავმა, რომელიც სიეტლიდან დალასში მიფრინავდა, მიმართულება შეცვალა და უკან დაბრუნდა ბორტზე ნაპოვნი გულის გამო. ავიაკომპანია Southwest Airlines იტყობინება, რომ კონტეინერი, რომლითაც ორგანოები გადააქვთ ტრანსპლანტაციისთვის, კალიფორნიიდან სიეტლში ჩაიტანეს, სადაც გულის გადანერგვის ოპერაციისთვის ემზადებოდნენ. კონტეინერი თვითმფრინავში დარჩათ და მის შესახებ მანამდე ვერ გაიგეს, სანამ თვითმფრინავი არ აფრინდა. თვითმფრინავს თითქმის ნახევარი გზა ჰქონდა გავლილი. ინციდენტი კვირას მოხდა, მაგრამ მის შესახებ ხუთშაბათს დაწერეს ამერიკულმა გამოცემებმა.

რეისის მგზავრები ძალიან გაოცდნენ, როცა ეკიპაჟის მეთაურმა ბორტზე აღმოჩენილი გულის შესახებ გამოაცხადა. მგზავრებმა მაშინათვე სმარტფონებში დაიწყეს ინფორმაციის ძებნა თუ რამდენ ხანს შეიძლება გულმა კონტეინერში გაძლოს. აღმოჩნდა, რომ 4-დან ექვს საათამდე. ბორტზე მყოფმა ექიმმა, რომელიც მგზავრი იყო, ამერიკულ მედიას განუცხადა, რომ ინციდენტი დანაშაულებრივი გულგრილობის მაგალითია – “ბიბისი” წერს. გული აღნიშნულ რეისზე სამი საათი იყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ყოფილი პირველი ლედი მანანა არჩვაძე-გამსახურდია საზოგადოებას მიმართავს
შემდეგი სტატიასომხეთმა უარი თქვა რუსულენოვან “რა? სად? როდის”-ზე