საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მანანა არჩვაძე-გამსახურდია საზოგადოებას მიმართავს

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მანანა არჩვაძე-გამსახურდია საზოგადოებას მიმართავს.

“დებო და ძმებო, ქართველებო, მოგიწოდებთ ყველას ვისთვისაც სულერთი არაა ამ ქვეყნის მომავალი და მხარს უჭერთ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას, დადექით კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების გვერდით ამ სამართლიან ბრძოლაში”, – წერს ყოფილი პირველი ლედი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა – ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა დღეს პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს.

ისინი ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას და მკვლელის დასჯას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ზვიად გამსახურდია არის ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების სიმბოლო!
შემდეგი სტატიაამერიკულმა თვითმფრინავმა მიმართულება შეცვალა ბორტზე ნაპოვნი გულის გამო