ამერიკის სასამართლომ ირანს 11 სექტემბრის გამო კომპენსაცია მოსთხოვა

ნიუ-იორკის სამხარეო სასამართლომ ირანს 10,5 მილიარდის გადახდა დაავალა, 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლების კომპენსაციისთვის – Bloomberg-ი წერს.
მოსამართლე ჯორჯ დენიელსმა გადაწყვიტა, რომ ირანმა ვერ დაამტკიცა ტერორისტებთან კავშირის არ ქონა, რომლებმაც სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს და ტყუპებს დააჯახეს. ამიტომ, ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თეირანმა დაღუპულთა ოჯახებს 7,5 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს, სადაზღვევო კომპანიებს კი 3 მილიარდი.

აქამდე ამერიკის მთავრობას ირანისათვის ბრალი არ წაუყენებია 2001 წელთან დაკავშირებით. თეირანს ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტლებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაფრინდაშვილი კანცლერის არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს
შემდეგი სტატიაპრემიერი გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნას სთხოვს