პრემიერი გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნას სთხოვს

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თსუ-ში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაძაბულობა მატულობს, ახალგაზრდები გამოთქვამენ პროტესტს კანცლერის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია, უმაღლეს სასწავლებლებში მმართველობის პროცესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ესკალაციის ფონზე გაჩნდა გარკვეული ეჭვები ხელისუფლების მხრიდან პროცესში ჩარევის კუთხით, მინდა, ვთხოვო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვლადიმერ პაპავას, მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესის დამოუკიდებლობა და არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა; ასევე, მინდა, ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენთვის ყველასთვის სათაყვანებელი ინსტიტუტი და ცოდნის ტაძარია. ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე სახის ძალისხმევა დავაკლოთ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილებას”,-ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას განაახლებენ. სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია – მოიხსნას კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა, დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობის შესახებ, მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება, შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან და მოხდეს თვითმმართველობის ფუნქციის, ასევე ადმინისტრაციის უფლებების მინიმალიზაცია.
სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის ფოიეში გაათენა. მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების მხრიდან ღამის განმავლობაში რაიმე ტიპის ხელშეშლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
დღევანდელ საპროტესტო აქციას სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, სენატის სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი გახდა სტუდენტების ერთი ჯგუფის აქცია, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.

https://youtu.be/G_db8nUgx1U

banner
წინა სტატიაშიამერიკის სასამართლომ ირანს 11 სექტემბრის გამო კომპენსაცია მოსთხოვა
შემდეგი სტატიაადვოკატი: სავჩენკოს მდგომარეობა მძიმდება