ამერიკის მთავრობა Google-თან თანამშრმლობაზე უარს ამბობს

ამერიკის სამინისტროები სასამართლოს ძალით აპირებენ აშშ-ს ადმინისტრაციის Google-თან თანამშრომლობის შეწყვეტას იმისათვის, რომ ინტერნეტ გიგანტმა ხელისუფლებას უარი უთხრა რამდენიმე ათასი თანამშრომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გაეცა. უწყების იურისტებმა ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოში საჩივარი დღეს, 5 იანვარს გააგზავნეს.
Google-მა არა ერთხელ თქვა უარი სხვადასხვა სამინისტროებისათვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებაზე. თვითონ კომპანია აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ამბობს, რომ მან მთავრობას მომხმარებლებზე ასობით ათასი მონაცემი მიაწოდა და უარს ამბობს მხოლოდ იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომელიც კომპანიის აზრით, პირად ცხოვრებაში შეჭრაა.

banner
წინა სტატიაშიმაკკეინმა რუსულ კიბერშეტევას “ომის აქტი” უწოდა
შემდეგი სტატიაჩემი და გიგი უგულავას პოზიციები პარტიის მომავალთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა