მაკკეინმა რუსულ კიბერშეტევას “ომის აქტი” უწოდა

რუსეთის მხრიდან აშშ-ს პოლიტიკურ ორგანიზაციებზე განხორციელებული შესაძლო კიბერშეტევა, რომელიც ამერიკელი ჩინოვნიკების მტკიცებით საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა, “ომის აქტი იყო” – გუშინ სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომელიც 2008 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატი იყო რესპუბლიკური პარტიიდან. “თუკი თქვენ დემოკრატიის ფუნდამენტის დაშლას ცდილობთ, თქვენ ერს ანადგურებთ” – თქვა მაკკეინმა და დააზუსტა, რომ მას მხედველობაში არა აქვს ატომური შეტევა. “მე ვამბობ იმაზე, რომ ერის ფუნდამენტურ სტრუქტურაზე თავდასხმა ომის აქტია” – თქვა ამერიკელმა სენატორმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს არ სჯერა, რომ კიბერშეტევის უკან რუსები დგანან.
ტრამის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმინსკში ყაზახეთის საელჩოს ბუღალტერმა 700 ათასი დოლარი მოიპარა
შემდეგი სტატიაამერიკის მთავრობა Google-თან თანამშრმლობაზე უარს ამბობს