ამერიკელ მზვერავებს ტრამპისთვის სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნების ეშინიათ

ამერიკელ მზვერავებს ტრამპისთვის სახელმწიფო საიდუმლოებების გამჟღავნების ეშინიათ – ამის შესახებ The Washington Post-ი სადაზვერვო სამსახურში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროსა და სხვა სამსახურების თანამშრომლები ჰილარი კლინტონს უჭერდნენ მხარს, იმის გამო, რომ ეშინოდათ დონალდ ტრამის გამარჯვების, რომელმაც არა ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ს პოზიცია სირიაში და რუსეთთან მიმართებაში.
“ეს გაურკვეველი სიტუაციის წინაშე შიშია. არ ვიცით, ის რის გაკეთებას აპირებს, როგორც წარმართავს მომდევნო ოთხ წელს, ან თუნდაც, უახლოეს თვეებს. არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი, ვინც ჰილარის უჭერდა მხარს, ახლა თანამდებობიდან გადადგება” – ამბობს The Washington Post-ის წყარო.

banner
წინა სტატიაშითურქეთის სამხრეთით ძლიერი აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაკალიფორნიამ ხმა პრეზერვატივების წინააღმდეგ და მარიხუანას სასარგებლოდ მისცა