კალიფორნიამ ხმა პრეზერვატივების წინააღმდეგ და მარიხუანას სასარგებლოდ მისცა

ადგილობრივ არჩვნებზე კალიფორნიაში ამომრჩევლებმა პორნოფილმებში პრეზერვატივის აუცილებლად გამოყენების წინააღმდეგ მისცეს ხმა, სამაგიეროდ, მარიხუანას ლეგალიზაციას დაუჭირეს მხარი – The Daily Mail-ი ავრცელებს.
საერთო ჯამში, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ამერიკაში კენჭი ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა 150 საკითხს უყარეს.
კალიფორნიაში, რომელსაც ხშირად “ამერიკული პორნოინდუსტრიის დედაქალაქს” უწოდებენ, აქტიურად განიხილებოდა პორნოფილმებში პრეზერვატივის გამოყენების საკითხი, რაც საბოლოოდ კენჭისყრაზე გავიდა.
სტატისიკის მიხედვით, ყველი მეოთხე პორნომსახიობი ჰემაროით, შიდსით ან სიფილისით არის დაავადებული. საუბარი იყო იმაზე, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ ყველა, ვინც ეკრანზე დაცვის გარეშე გამოჩნდება, თუმცა, კალიფორნიელებმა პორნოფილმებში პრეზერვატივების გამოყენებას 54%-ით უარი უთხრეს.
ამავე დროს, კალიფორნიელებმა მარიხუანას განსატვირთი მნიშვნელობით ლეგალიზებას უყარეს კენჭი: უკვე 21 წელზე მეტი ასაკის ყველა კალიფორნიელს შეეძლება იყიდოს, და გადაიტანოს 28,5 გრამი კანაბი. იგივე შედეგი დადგა მასაჩუსეტსისა და ნევადას შტატებში.

 

banner
წინა სტატიაშიამერიკელ მზვერავებს ტრამპისთვის სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნების ეშინიათ
შემდეგი სტატიალარი გაუფასურებას განაგრძობს