,, ამ ფაქტმა სირიის სამოქალაქო ომის მოგვარების პროცესზე არ უნდა იქონიოს გავლენა”

თურქეთში მომხდარ ინციდენტს გერმანიის საგარეო უწყება ეხმიანება. მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ამ ფაქტმა სირიის სამოქალაქო ომის მოგვარების პროცესზე არ უნდა იქონიოს გავლენა.

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება ამ დრომდე ვერ ადასტურებს ჩამოდგებული სუ-24 თურქეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა თუ არა. ამის შესახებ შეერთებული შტატების არმიის პოლკოვნიკმა სტივ ვარენმა განაცხადა. არსებული მონაცემებით კი ინციდენტი საზღვარზე მოხდა.

ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ნატოს გენერალურ მდივანთან დაუყოვნებლივ მოლაპარაკებები დაიწყო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ. რუსეთსა და თურქეთს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმაც.

banner
წინა სტატიაშირუსეთის გენშტაბი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიატუნისში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა