ტუნისში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ტუნისის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხევრპლა, ხელისუფლებამ საგანგებო ვითარება გამოაცხადა.

ტერაქტი ქვეყნის დედაქალაქში 24 ნოემბერს, საღამოს საათებში, შინაგან საქმეთა და ტურიზმის სამინისტროების მახლობლად მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ავტობუსს დააჯახა.

პრეზიდენტის პრესმდივნის მოე სიანუის განცხადებით, დედაქალაქში მომხდარი ავტობუსის აფეთქების შედეგად, რომელსაც პრეზიდენტის დაცვის წევრები გადაჰყავდა, 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაიჭრა.

banner
წინა სტატიაში,, ამ ფაქტმა სირიის სამოქალაქო ომის მოგვარების პროცესზე არ უნდა იქონიოს გავლენა”
შემდეგი სტატიასაბურთალოს ზოგიერთ ქუჩაზე გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება