“ამ ცხოვრების დედაც!!!” – წარწერები წალენჯიხაშიც გამოჩნდა

წალენჯიხაში ენმ-ს მხარდამჭერებმა ქალაქის ცენტრალურ გზაზე სლოგანები “ამ ცხოვრების დედაც!!!”, დააწერეს.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

banner
წინა სტატიაში15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის გამოძიებაზე საკანონმდებლო ორგანო საპარლამენტო კონტროლს განახორციელებს
შემდეგი სტატია15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, ქუთაისის მერია ყველა სადღესასწაულო და საზეიმო ღონისძიებას აუქმებს