15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, ქუთაისის მერია ყველა სადღესასწაულო და საზეიმო ღონისძიებას აუქმებს

ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ აღარ აინთება, მიზეზი 15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალებაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიამ ყველა სადღესასწაულო და საზეიმო ღონისძიება გააუქმა.

„15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე. შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ არ აინთება“,- აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ამ ცხოვრების დედაც!!!” – წარწერები წალენჯიხაშიც გამოჩნდა
შემდეგი სტატიამარიანა ჩოლოიანის ადვოკატი – დაკავებული ბრალდებას არ აღიარებს