ალჟირში კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში ხუთი მილიარდელი დააკავეს

ალჟირში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ხუთი მილიარდელი დააკავეს – ჩრდილოაფრიკული ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა – 22 აპრილს “დოიჩე ველე” წერს. დაკავებულთაგან რამდენიმეს გადამდგარ პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა.
რამდენიმე დღით ადრე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ იიახია და მოქმედი ფინანსთა მინისტრი მუაჰმედ ლუკალი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ გახარჯვასთან დაკავშირებით სასამართლოზე იყვნენ დაბარებული.
ალჟირში რამდენიმე კვირაა უმსხვილესი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. თავდაპირველად, აქციის მონაწილეები 82 წლის პრეზიდენტის მეხუთე საპრეზიდენტო ვადის წინააღმდეგ გამოდიდნენ. პროტესტის დროს ასობით პირი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ზელენსკის “კონკრეტული ნაბიჯებით” შეაფასებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – პანკისში, დილის 8 საათზე, კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი იყო