პუტინი ზელენსკის “კონკრეტული ნაბიჯებით” შეაფასებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პურინი უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ჯერ არ მიულოცავს გამარჯვებას – ორშაბათს, 22 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. “ჯერჯერობით, ადრეა პრეზიდენტ პუტინისგან ბატონ ზელენსკისადმი მილოცვებზე საუბარი. ასევე, ადრეა ერთად შესაძლო მუშაობაზე საუბარი. ყველაფერს კონკრეტული საქმეებითა და კონკრეტული ნაბიჯებით განვსჯით” – პესკოვის სიტყვებს რუსული “ინტერფაქსი” ციტირებს.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ბიულეტენები ბოლომდე არ არის დათვლილი, მსოფლიოს ლიდერები ზელენსკის გამარჯვებას ულოცავენ. მათ შორის, ანგელა მერკელი, ტერეზა მეი და სხვა. ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინისადმი მხარდაჭერას და ახალ პრეზიდენტს გამარჯვებას ულოცავენ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა 61,37% გამოცხადდა. ოფიციალური შედეგები 30 აპრილამდე გამოქვეყნდება. წინასწარი მონაცემებით, ვლადიმირ ზელენსკიმ პეტრე პოროშენკოზე თითქმის სამჯერ მეტი ხმა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით სურს ჩემი ნახვა, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე
შემდეგი სტატიაალჟირში კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში ხუთი მილიარდელი დააკავეს