“ქალი დაიჭირეს, შეათრიეს შიგნით, გახეთქეს ცემაში” – გლდანში საცხოვრებელი ბინა გაძარცვეს

გლდანში სამი ახალგაზრდა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში შეიჭრა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბინა დაკეტილი იყო და მეზობელს ჰქონდა ჩაბარებული. მომხდარიდან რამდენი წუთში ბინაში ის ქალბატონი შევიდა, რომელიც ბინას მეთვალყურეობდა.

ახალგაზრდები კი, ქალბატონს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეკრეს, სახლიდან სხვადასხვა ნივთები წაიღეს და მიიმალნენ. ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“დაიჭირეს, შეათრიეს შიგნით, გახეთქეს ცემაში, დააბეს ფულს თხოვდნენ… სამნი იყვნენ, ნაცემი იყო ტუჩი გახეთქილი ჰქონდა, ტანზეც სილურჯეები. ამბობს რომ შინაურები არიან ალბათო, მაგრამ თავზე “მასკები” ჰქონდათ, ვერაფერი ვერ დაინახა” – აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს მომსახურების სააგენტომ თბილისში სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა
შემდეგი სტატიაალჟირის პრეზიდენტი გადადგა