ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მთელი რეგიონის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს.

ამჯერად, ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდა და მათი მდგომარეობით დაინტერესდა. გუბერნატორმა ადგილზე არსებული ვითარება მოსახლეობასთან დეტალურად განიხილა და მათი საჭიროებისა და პრობლემების შესახებ პირადად მოისმინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მოსახლეობას, მის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ასევე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, პროექტის უშუალო ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და ისტორიული არქიტექტურული შენობა-ნანგრევების შემდგომი რესტავრაციის საკითხებს დეტალურად გაეცნო.

 

ალექსანდრე მოწერელიამ ქალაქ ზუგდიდის, კომბინატის დასახლებაში მდებარე უეფას მესამე კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების ცენტრალური სტადიონიც მოინახულა და რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რეგიონის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მდგომარეობას სწავლობს. როგორც მან ერთ-ერთ შეხვედრაზე აღნიშნა, ხალხთან უშუალო კომუნიკაცია მისი საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი – „მინისტრმა გახარიამ, ძალიან მარტივად აუხსნა საზოგადოებას რა ეტაპზე იყო გამოძიება იმ ეტაპისთვის, ხაზგასმით სამძებრო ღონისძიებებზეა საუბარი“
შემდეგი სტატიაფოთში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა