ფოთში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა

ფოთში,ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 41 წლის მამაკაცებზე, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაშავებულები ფოთის, ზუგდიდის და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით საავადმყოფოში 4 პირი შეიყვანეს, თუმცა ერთს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და გარდაიცვალა.

რაც შეეხება დანარჩენ სამ პირს, მათგან ერთი ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, მეორე კი – ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მესამე პირს კი, დირექტორის ინფორმაციით, გაეწია გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება და სახლში გაეწერა.

შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო ,236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ადგილზე კრიმინალისტებმა მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.

.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
შემდეგი სტატიათაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე სიღნაღის მერიის სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მდივანი პასუხისგებაში მისცეს