ალეპოში ფოსფორის ბომბები ჩამოყარეს

12გუშინ ალეპოს ამბოხებულებმა ყველაზე მსხვილი თავდასხმა გადაიტანეს -აცხადებენ აქტივისტები.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მინიმუმ შვიდი ადამიანიადაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი. ოპოზიციონერი აქტივისტები ამბობენ, რომ 50-მდეა დაღუპული.
“ფრანს პრესის” კორესპონდენტი იტყობინება, რომ თვითმფრინავებიდან ცეცხლგამჩენი ბომბები იყრებოდა, ქუჩა კი, სადაც ის ცხოვრობს, ცეცხლში იყო გახვეული.
შეიარაღებული შეტაკება ალეპოს სამხრეთ ნაწილში მოხდა, სადაც ამბოხებულები სამთავრობო ჯარების ჩასაფრების გარღვევას ცდილობდნენ.
ომამდე ალეპო სირიის ეკონომიკურ ცენტრად ითვლებოდა. 2012 წლიდან ის, ფაქტობრივად, ორად გაიყო, დასავლეთ ნაწილს ასადის ჯარები აკონტროლებენ, აღმოსავლეთით კი ამბოხებულები. მიმდინარე მომენტში ქალაქში ორი მილიონი მოსახლეა, რომლებიც დაუყოვნებლივ ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ.

banner
წინა სტატიაში“სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ გამოყენებულ არაადამიანურ მეთოდებს პირველ ოქტომბერს კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ”
შემდეგი სტატიაუნივერსიტეტის რექტორად გია შარვაშიძე აირჩიეს