ალა პუგაჩოვა 69 წლის იუბილეს აღნიშნავს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 15, 2018 22:48

ალა პუგაჩოვა 69 წლის იუბილეს აღნიშნავს

რუსეთის სახალხო არტისტი, საბჭოთა და რუსული ესტრადის მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი ალა პუგაჩოვა დღეს 69 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ალა პუგაჩოვა 1949 წლის 15 აპრილს ქალაქ მოსკოვში დაიბადა. ის 5 წლიდან მუსიკით იყო გატაცებული. საშუალო სკოლის დასრულებისთანავე მოსკოვის იპოლიტე ივანოვის სახელობის მუსიკალურ სახელწიფო სასწავლებელში ჩააბარა და სწავლა სადირიჟორო-გუნდის განყოფილების განხრით განაგრძო.

ალას პირველი სიმღერა „Робот“ დილის გადაცემისთვის შეიქმნა და მას დიდი წარმატება მოუტანა. სწავლის დასრულების შემდეგ მომღერალმა დასავლეთ ციმბირში პირველი გასტროლები გამართა. შემდეგ, ალა საცირკო სასწავლებელში კონცერტმაისტერად მუშაობდა. ამავე პერიოდში, მომღერალი ჯგუფის „Новый электрон“ სოლისტი გახდა. მალე რადიოეთერში, პუგაჩოვას ორი კომპოზიცია გამოჩნდა: „Не спорь со мной“ და „Как бы мне влюбиться“.

1974 წლის ბოლოს, პუგაჩოვამ საბჭოთა კავშირის მაშტაბით გამართულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა. მოგვიანებით კი სცენაზე პაველ სლობოდკინის ჯგუფთან „Весёлые ребята“ ერთად გამოჩნდა. ბულგარეთში გამართულ კონკურსზე „Золотой Орфей“, ალა გრან-პრის მფლობელი გახდა. სწორედ ეს ჯილდო იქცა მისი ტრიუმფის დასაწყისად.

1977 წელს ფილმში „ქალი, რომელიც მღერის“, ალამ ფაქტიურად თავისი თავი განასახიერა.

1977 – 1981 წწ. ხმის ჩამწერ სტუდიაში „მელოდია“, ალას ალბომები: „Зеркало души“, „Арлекино и другиe“, „Поднимись над суетой“, „То ли еще будет“, „Как тревожен этот путь“ უზარმაზარი ტირაჟით ერთი მეორეს მიყოლებით გამოვიდა. 80-იანი წლების დასაწყისში მომღერლის და კომპოზიტორის რაიმონდ პაულის შემოქმედებითი ტანდემის შედეგი გახლდათ „Миллион алых роз“

 

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 15, 2018 22:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,516
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics