ავტოსაგზაო შემთხვევამ 13 წლის გოგო იმსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევამ ოზუეგეთის სოფელ ბაილეთში 13 წლის გოგო იმსხვერპლა.გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანია დაშავებული, ისინი ავტომობილის მგზავრები იყვნენ.

შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: “ოცნებაზე” სერიოზული კომენტარის გაკეთება შენს არასერიოზულობაზე მეტყველებს
შემდეგი სტატიაალა პუგაჩოვა 69 წლის იუბილეს აღნიშნავს