“აკუსტიკური შეტევის” უკან რუსეთი დგას

კუბასა და ჩინეთში აშშ-ს დიპლომატიურ მისიაზე “აკუსტიკური შეტევის” უკან რუსეთი იდგა – ტელეკომპანია NBC News-მა სამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ტელეკომპანიის განცხადებით, რუსეთის მონაწილეობას ადასტურებს რადიოელექტრონული შეტყობინებები, რომელიც ამერიკის დაზვერვას ჩაუვარდა ხელში. ამავე დროს, წყაროები არ საუბრობენ გამოძიების მასალებში არსებულ სხვა მტკიცებულებებზე. ტელეკომპანიის ინფორმაციით,სპეცსამსახურების ხელში არსებული ინფორმაცია საკმარისი არ არის მოსკოვისთვის ბრალის წასაყენებლად იმ ინციდენტებზე, რომელიც 2016 და 2018 წლებში, კუბასა და ჩინეთში მოხდა – ამ ქვეყნებში აშშ-ს საელჩო მიკროტალღური ან სხვა სახის ელექტრომაგნიტური იარაღის თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლის დროსაც 26-მა სახელმწიფო მოსამსახურემ ტრავმები მიიღეს ჰავანაში საკუთარ სახლებში ან სასტუმროებში, სადაც ცხოვრობდნენ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჰეზერ ნაუერტმა ჟურნალისტებს მოუწოდა ყურადღებით იყვნენ ამ თემის გაშუქებისას. მისი თქმით, “ვაშინგტონი აგრძელებს მიზეზების გამოძიებას”, რამაც ამერიკის საელჩოებში მომუშავე პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. “მიმდინარე მომენტში ჩვენთვის უცნობია მიზეზები, ან პირი ან ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია მომხდარზე” – თქვა ნაუერტმა – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა, მას აგრესიული გეგმები არ აქვს-ვლადიმერ პუტინი
შემდეგი სტატიაბერლინი მოსკოვს და თეირანს იდლიბზე შეტევის შეჩერებისკენ მოუწოდებს