ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ქმარმა ცოლი დაჭრა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალს ჭრილობა ზურგის არეში მიაყენა.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაშავებული ქალი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

დანაშაულის მოტივი და სხვა დეტალები უცნობია.

banner
წინა სტატიაშიPolitico – რუსეთი მარცვლეულის გლობალურ ომს იგებს
შემდეგი სტატიათუ რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ ომში მას მხოლოდ ლოდინი სჭირდება და ჩვენ დავთმობთ, მაშინ არასწორად გათვალა – შოლცი