თუ რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ ომში მას მხოლოდ ლოდინი სჭირდება და ჩვენ დავთმობთ, მაშინ არასწორად გათვალა – შოლცი

გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში, სამთავრობო განცხადებით გამოსვლისას გერმანელ დეპუტატებს მოუწოდა, გადაჭარბებულად არ შეაფასონ რუსეთის ძალა. ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ფიქრობენ. როგორც კანცლერი ამბობს, სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთის ომი უკრაინაში, სასტიკია, მაგრამ საშინაო პოლიტიკაში რეპრესიები ძალის ნაკლებობის ნიშანია.

„თუ რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ ომში მას მხოლოდ ლოდინი სჭირდება და ჩვენ დავთმობთ, მაშინ მან არასწორად გათვალა. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება“, – განაცხადა მან.

შოლცმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის შიგნით თანამშრომლობის გაძლიერებას იარაღის წარმოების სფეროში. მისი თქმით, აუცილებელია თანამშრომლობის გაფართოება სამხედრო ეკონომიკის სფეროში, მოკავშირე ქვეყნების იარაღით აღჭურვისთვის.

ფედერალურმა კანცლერმა დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რუსეთის ოპოზიციას.

banner
წინა სტატიაშიახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ქმარმა ცოლი დაჭრა
შემდეგი სტატიაარასახელმწიფო ენაზე შედგენილი მენიუს გამო ბათუმში რამდენიმე კვების ობიექტი დააჯარიმეს