ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი მეორედ ჩავარდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი მეორედ ჩავარდა.

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც გელა ჯუგაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა განეხილა, მოქმედი დეპუტატების 16 ხმა იყო საჭირო, თუმცა იმპიჩმენტს მხარი საკრებულოს 14-მა წევრმა დაუჭირა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდეობიდან გადაყენებას საკრებულოს 10 წევრი ითხოვს. აქდან, 5- ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრია, 4-,,ნაციონალური მოძრაობის“,1 კი უპარტიო.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი რამდენიმე თვის წინ გამართულ სხდომაზეც ქვორუმის არ არსებობის გამო ჩავარდა.

banner
წინა სტატიაშიმუნიციპალური განვითარების ფონდს გალაქტიონ ბუაძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიააჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე აირჩია