აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე აირჩია

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე აირჩია. პატარაძეს ნდობა მმართველი გუნდის 14 დეპუტატმა გამოუცხადა. ოპოზიციურ პარტიებს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

“დიდი მადლობა ამ ნდობისთვის. დღეს ვრცლად ვისაუბრე იმ გეგმებზე რა მიმართულებითაც ვუმუშავებთ, სად გვაქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. წელს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მაღალმთიანი აჭარა და ინვესტიციებია. ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ გამოგვივა” – განაცხადა პატარაძემ.
პატარაძის განმარტებით ის უახლოეს დღეებში წარადგენს მინისტრებს და არ გამოიყენებს 10 დღიან ვადას.

banner
წინა სტატიაშიახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი მეორედ ჩავარდა
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა