მუნიციპალური განვითარების ფონდს გალაქტიონ ბუაძე უხელმძღვანელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გალაქტიონ ბუაძე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს უხელმძღვანელებს.

გალაქტიონ ბუაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 30 ნოემბრის #480 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.

გალაქტიონ ბუაძე 2013-2016 წლებში „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ ფინანსურ დირექტორად მუშაობდა. სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები საქართველოს სამრეწველო ჯგუფში, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ და სხვადახვა კერძო და საერთაშორისო კომპანიაში.

მუნიციპალური განვითარების ფონდში, მან ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვალა. თავად ბურჭულაძე კი, აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძე: სამი ან ოთხი შტორმი კიდევ და ბულვარისგან მხოლოდ ნანგრევები დარჩება
შემდეგი სტატიაახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი მეორედ ჩავარდა