“წაგართვა ეხლა? ადამიანის თხოვნა არ გესმის?”-მეუფე იოანე “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას პასუხობს(+ვიდეო)

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი მეუფე იოანე „მთავარი არხის „ ჟურნალისტს მიკროფონის წართმევით ემუქრება.

„წაგართვა ახლა? ადამიანის თხოვნა არ გესმის?!“- ასე მიმართა მარტვილში ქუთაისის ეპარქიის მიტროპოლიტმა მედიის წარმომადგენელს დასმული კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე სინოდის გადაწყვეტილებით, ქუთაისის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა.

მეუფის აგრესიის მიზეზი უცნობია,თუმცა შეგახსენებთ,რომ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მეუფეებს “მთავარი არხის” ჟურნალისტებთან კომენტირებაზე თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
https://www.youtube.com/watch?v=YYfrJxshY7I&feature=share&fbclid=IwAR1oqnaRv_9Lxv7zX4-C8qQUcymm6zElL20XxPVabm_vuVKgFPr-24AFvI8

 

banner
წინა სტატიაში“მომხრე ვარ, “ქართული ოცნების” 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული „კოლექტიური ზარდიაშვილებით“ იყოს წარმოდგენილი”
შემდეგი სტატიასაპატრიარქო ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების წინააღმდეგია, თუმცა ძალადობას ემიჯნება