“მომხრე ვარ, “ქართული ოცნების” 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული „კოლექტიური ზარდიაშვილებით“ იყოს წარმოდგენილი”

„ მე მომხრე ვარ, რომ „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულში იყვნენ კილაძე, კობახიძე, მათიკაშვილი, ოხანაშვილი… და ზოგადად წარმოდგენილი იყოს „კოლექტიური ზარდიაშვილებით“, რადგან ზუსტად ეს გახდება „ქართული ოცნების“ რექვიემი, ზუსტად ეს დაასრულებს „ოცნების“ კლანების მმართველობას.

რისკის შემცველი იყო 2012 წელს ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ ქართველმა ხალხმა დაიჯერა მისი, დაუდგა გვერდით და ერთობლივად გაისტუმრეს საძულველი რეჟიმი.

2018 წელს უკვე თავად სთხოვა ხალხს გვერდით დგომა და ხალხმა შეუსრულა.ანუ, 2018 წელს ფაქტიურად ნდობის კრედიტი გაიცა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ამ „ვალს„ დაბრუნება რომ უნდა და დანაპირებს შესრულება, ამაზე არც კი ფიქრობენ.
უფრო მეტიც, სახეზეა ლაქიებით გადავსებული „ოცნების“ რაღაც გაურკვეველი სახეობა, რომლებიც ამ ლაქუცით ძიძგნიან და ანგრევენ ყველაფერს;

და ფიქტიური ხელისუფლება, რადგან რეალური მმართველები დღეს ივანიშვილთან დაახლოებული კლანები არიან.
ეს ყველაფერი კი, იმდენათ თვალნათლად ჩანს, იმდენად დიდია მოსახლეობაში ნეგატივი, რომ „ქართულ ოცნებას“ არა თუ მარტო, კოალიციურადაც კი აღარ აქვს ხელისუფლებაში დარჩენის შანსი.

ამასთან, მასმედიაც იმდენად იდეალურად ასრულებს თავის საქმეს, რომ ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას რაიმე სახის მანიპულაციები, პრინციპში ფიქრსაც არც ვურჩევდია ამაზე.”-აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშისოფელ ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები სავარაუდოდ გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ
შემდეგი სტატია“წაგართვა ეხლა? ადამიანის თხოვნა არ გესმის?”-მეუფე იოანე “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას პასუხობს(+ვიდეო)