საპატრიარქო ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების წინააღმდეგია, თუმცა ძალადობას ემიჯნება

საქართველოს საპატრიარქო ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ემიჯნება ძალადობას – ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციით, ამ ფილმის გადაღებისა და პოლპულარიზაციის მიზანია “დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას.”

“გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი, მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და ტრადიციული ღირებებულებისადმი და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.

შემთხვევითი არ არის, რომ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე ახლა ლევან აკინის ქართულ-შვედური სოდომური ფილმის, – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიგეგმა ბათუმში და თბილისის სამ კინოთეატრში. როგორც ვიცით, აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან დაკავშირების შემდეგ და სცენა ამ ფონზე ვითარდება.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, პირველ რიგში, გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვალონ ჩვენი ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მითუმეტეს, სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც, ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება.

ამასთან დავძენთ, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრივ, ვემიჯნებით ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს,”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“წაგართვა ეხლა? ადამიანის თხოვნა არ გესმის?”-მეუფე იოანე “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას პასუხობს(+ვიდეო)
შემდეგი სტატიაივანიშვილმა „ოცნების“ ლიდერები მიჭირხვნა