ახალმა ზელანდიამ 170 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა

ახალმა ზელანდიამ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუს დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორის კომპანიებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა.

„რადგან პრეზიდენტი პუტინის ომის მანქანა აგრძელებს უკანონო თავდასხმებს, მოწოდებული ვართ, დავაკისროთ საფასური მათ, ვინც ამაში მონაწილეებს“, – განაცხადა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ.

სანქციები დაუწესდა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის 170 წევრს, ფედერაციის საბჭოს და თავდაცვის სექტორის ექვს კომპანიასა და ორგანიზაციას.

ამასთან, კიდევ უფრო გაფართოვდა შეზღუდვის ზომები 400-ზე მეტი პირის წინააღმდეგ, რომლებსაც ახალ ზელანდიაში მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვა უკვე დაწესებული ჰქონდათ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – სანქცირებული ბიზნესი, საქონელი, ბიზნესმენი ან შავი ხვრელი, რაზეც ჩვენი ე.წ. მოყვარეები საუბრობენ, საქართველოში არ არსებობს და ვერ იარსებებს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი გერმანიას სამუშაო ვიზიტით ეწვევა