ვოლსკი – სანქცირებული ბიზნესი, საქონელი, ბიზნესმენი ან შავი ხვრელი, რაზეც ჩვენი ე.წ. მოყვარეები საუბრობენ, საქართველოში არ არსებობს და ვერ იარსებებს

სანქცირებული ბიზნესი, საქონელი, ბიზნესაქტივობები, ბიზნესმენი ან რაიმე შავი ხვრელი, რაზეც ასე ინტენსიურად საუბრობენ ჩვენი ე.წ. მოყვარეები, საქართველოში არ არსებობს და ვერ იარსებებს ასეთი სურვილიც რომ გაუჩნდეს ვინმეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ უკრაინულ დაზვერვას რაიმე კონკრეტული ინფორმაცია აქვს, შეუძლია წარუდგინოს ქართულ მხარეს.

„რაც შეეხება უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებას, ერთი რამ შემიძლია ვუთხრა დარწმუნებით უკრაინელ ხალხს, ვინც ამ დეზინფორმაციას უსმენს, საქართველოში არანაირი მოლაპარაკება სანქციების გვერდის ავლაზე არ მიმდინარეობს. ასეთი არ განხორციელდება, ვერ განხორციელდება, არც საქონელი და არც ბიზნესი, რომელსაც სანქციები ადევს, საქართველოს გავლით არ მოხვდება არც ერთ ბაზარზე. თუკი რაიმე დამატებითი ინფორმაცია გააჩნია დაზვერვას და ამაზე მეტი იცის, ვიდრე მე ვამბობ, წარმოადგინოს ეს ინფორმაცია, კონკრეტული მასალები და არა ზოგადი საუბარი,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმიიღეთ სპეციალური სახელობითი მითითებები პენიტენციურთან დაკავშირებით – ნიკა გვარამია მოსამართლეს
შემდეგი სტატიაახალმა ზელანდიამ 170 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა