ახალი კოვიდინფიცირებული პირებიდან 2 რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა

სამედიცინო პერსონალის ორივე წარმომადგენელი, რომლებსაც ბოლო 24 საათში კორონავირუსი დაუდასტურდათ, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდები არიან.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს,ამ დროისთვის, მათ კლინიკაში ინფიცირებულ მედიკოსთან რაოდენობა 11-ს შეადგენს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ამ დროისთვის 26 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი გვყავს. გუშინდელი ანალიზების მიხედვით, 5 პაციენტი დაგვემატა, აქედან 3 ცხელების ცენტრიდან და 2 მედდაა. განსაკუთრებით მძიმეა 1 პაციენტის მდგომარეობა. ის გახლავთ დისტრესინდრომით, მძიმე პნევმონიით და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუთქვაზეა.

ასევე გვყავს 2 განსაკუთრებით საყურადღებო პაციენტი, მათ პნევმონია აქვთ დადასტურებული სხვადასხვა ხარისხის და ისინიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან, თუმცა მართვითი სუნთქვა არ ესაჭიროებათ, მხოლოდ ჟანგბადი მიეწოდებათ წნევის პირობებში. რაც შეეხება მედპერსონალს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაიმე მძიმე გამოვლინება ამ დაავადების არც ერთს არ აქვს, მაგრამ ჩვენთან არიან და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

11 მედპერსონალია ჯამში ჩვენი დაინფიცირებული, ასევე 11 მედპერსონალია კარანტინში. დანარჩენი ახალი 3 ინფიცირებული პაციენტების კლასტერის მოძიება მიმდინარეობს. მე როგორც ვიცი, მათი კონტაქტები მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ეს გუშინ საღამოს დადასტურდა და კონტაქტების მოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ერთი პაციენტი საჭიროებს მეტ ყურადღებას იმიტომ, რომ იქაც პნევმონიაა და ეს პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადავა ”, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით 879 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 704 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 პირი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი პოზიცია არის ნათელი”-დავით ბაქრაძის “სწორი ფორმულა” ოპოზიციის გამარჯვებისთვის
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა-კონგრესმენების ანგარიშთან დაკავშირებით სპეკულაციას წერტილი დაესვა