ახალი Huawei P20: სმარტფონი, რომელიც სიბნელეშიც ხედავს

ჩინური კომპანიის ახალ სმარტფონ Huawei P20-ს ღამე, თითქმის სრულ სიბნელეში შეუძლია ფოტოების გადაღება შტატივისა და ფლეშის გარეშე. ამისათვის საკმარისია ფოტოს კამერის 6 წამით გააქტიურება. იმის შემდეგ, რაც ფოტო გადაღებულია, “ხელოვნური ინტელექტი” მას ასწორებს, ამატებს კონტრასტს და გამოსახულებას მკაფიოს ხდის, რაც, როგორც წესი, ღამით გადაღებული ფოტოების პრობლემაა.
კომპანიის წარმომადგენელმა “ბიბისისთან” განაცხადა, რომ მათი ვარაუდით, “ჰუავეი” სმარტფონებში მალე მსოფლიოში ნომერ პირველი ბრენდი გახდება. დღეს ის მესამე ადგილზეა Samsung-ისა და Apple-ის შემდეგ.

Samsung-ის ახალი სერია Galaxy S9-ის მსგავსად, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე, Huawei P20-ის პოზიციონირებაც ფოტოკამერის შესაძლებლობებით ხდება, ამასთანავე, ყველა დანარჩენი სმარტფონებისგან განსხვავებით Huawei P20-ს ორის ნაცვლად სამი კამერა აქვს.
ახალი ჰუავეის ღირებულება იქნება 899 ევრო (დაახლოებით 1115 დოლარი), ეს მისი კონკურენტების ფასზე ნაკლებია – Samsung Galaxy S9+ 949 ევრო ღირს ($1 177) და iPhone X – 1149 ევრო ($1425) .

“ჰუავეის” სამივე კამერას სხვადასხვა ფუნქცია აქვს. ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი Huawei P20-ით კონკურენტებს სერიოზული საფიქრალი გაუჩნდათ.

banner
წინა სტატიაშისირიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის პირველი ფოტო გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიაილია მეორე კემეროვოს ხანძრის გამო რუსეთის პრეზიდენტს და პატრიარქს უსამძიმრებს