დეკანოიძე – სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც არ შეუძლიათ, ახლა საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ

სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც არ შეუძლიათ, ახლა საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ – ეს პროტესტი არ შეწყდება, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან ვიკრიბებით რუსული კანონის გასაპროტესტებლად,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციის მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ შიში გამოავლინა.

„დღეს იყო დაგეგმილი სხდომა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა, ვინაიდან საკითხი ეხება ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას, როდესაც გუშინ ოთხმოცდასამივე დეპუტატმა მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.

ვფიქრობ, მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც არ შეუძლიათ, ახლა საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ მაშინ, როდესაც რიცხობრივად მეტი არიან. მინდა თითოეულ თქვენგან მადლობა ვუთხრა, იმისთვის, რომ გუშინ იყავით. უამრავი ადამიანი იყო დილამდე. ათასობით და ათი ათასობით ადამიანი ჩამოვიდა რეგიონიდან, რა თქმა უნდა, ეს პროტესტი არ შეწყდება. მინდა, მოვუწოდო თითოეულ თქვენგანს, რომ დღეს 19:00 საათზე კვლავ პარლამენტთან არის პროტესტი და შევიკრიბოთ ყველა ერთად, რათა საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი რუსეთი არ იყოს.დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან ვიკრიბებით რუსული კანონის გასაპროტესტებლად“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიქართველი ხალხი იმ ძალაუფლებაზე გაიმარჯვებს, რომელმაც „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო“ – აქუბარდია
შემდეგი სტატიაკიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი – CPJ