მაჭარაშვილი – ნურავინ შეწუხდება, რომ პარლამენტზე ძალადობრივი საბოტაჟი ევროპულ ღირებულებად მონათლოს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ მოძალადე აქციის მონაწილეებისგან ისეთი მხუთავი ნივთიერება ამოიღეს, რომელიც, როგორც მან თქვა, საქართველოში რეალიზაციაში არ არის. დარწმუნებული ვარ, როდესაც საუბარია შავ ფულზე, რომლის გამჭვირვალობასაც ვითხოვთ, სწორედ ამ ფულითაა დაფინანსებული ძალადობრივი აქციები და მხუთავი აირებიც სწორედ ამ ფულითაა ნაყიდი, აბა, სად აქვს ახალგაზრდას იმდენი ფული რომ ეს მხუთავი აირები შეიძინოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას ის მიზანი, რასაც ახლა აკეთებს, შემოდგომისთვის ჰქონდა.

„ნურავინ შეწუხდება, რომ მონათლოს ეს ძალადობრივი საბოტაჟი პარლამენტზე ევროპულ ღირებულებად. ყველამ კარგად გაიგო, რომ ერთი ხელით ითხოვენ დეპოლარიზაციას და მეორე ხელით ამ შავი ფულით ხელს უწყობენ პოლარიზებას. ეს ძალადობრივი აქცია მთელმა მსოფლიომ ნახა. მაგალითად, თუ ამერიკაში პოლიციამ იცის, რასაც აკეთებს და შეიძლება, დაშალოს, საქართველოში ეს დემოკრატიის პრინციპი აღარ არსებობს? ის, რომ პოლიტიკოსები გამოჩნდებიან ხოლმე ძალადობრივ აქციებზე და განცხადებებს აკეთებენ, რაც გინდათ ის გააკეთეთო, ესაა ზუსტად რევოლუციისკენ, უკანონოდ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, რაც დასჯადია. დარწმუნებული ვარ, ბევრის სახე იქნება ამოცნობილი, რომელიც პირდაპირ ძალადობდა არამხოლოდ პოლიციაზე, არამედ პარლამენტის შენობაზე. ეს პოლიტიკოსები პასუხს, რომ ეს ახალგაზრდები წააქეზეს და რევოლუციურ სცენარებში აღებინებენ მონაწილეობას. გუშინ როგორი მშვიდობიანი აქციაც იყო, ისეთი რუსული კანონია გამჭვირვალობის კანონი. ყველამ დაინახა, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია, თუნდაც იმისთვის რომ, ყველამ ნიღბები ჩამოიხსნა, რომლებიც ერთი თვის წინ გაღიმებულები დადიოდნენ, აკადემიურები იყვნენ, ჩუმად ისხდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ახლა ნიღაბი ჩამოეხსნათ და გამოჩნდა რა იყო მათი მიზანი. შემოდგომაზე იყო ის მიზანი, რაც ახლა გააკეთეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – ნებისმიერი უცხოელი პარტნიორის განცხადება ისეთივე შეუსაბამოა, როგორც ვაშაძის იყო
შემდეგი სტატიამგზავრთა საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ძველი ვერსია 31 მაისიდან გაითიშება