ქართველი ხალხი იმ ძალაუფლებაზე გაიმარჯვებს, რომელმაც „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო“ – აქუბარდია

ამ მოცემულობაში მათ გადაწყვიტეს, პარლამენტი დაეხურათ და 2-კვირიანი არდადეგები მოეწყოთ, მაგრამ ისინი ნახავენ, რომ ქართველ ხალხს ვერც ძალის გამოყენება, ვერც მათი სამაისო არდადეგები ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, ქართველი ხალხი იმ ძალაუფლებაზე გაიმარჯვებს, რომელმაც „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო“.

„მერამდენე დღეა ვხედავთ, რუსული კანონის ხმის მიცემის შემდეგ „ქართული ოცნება“ პარლამენტიდან სპეცრაზმის გამოყენებით გადის. დღეს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრისათვის კრიტიკული კითხვები უნდა დაგვესვა, დარწმუნებული ვარ, ის პასუხს ვეღარ გასცემდა იმას, თუ რატომ მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა რუსული ორბიტისკენ და რატომ ამბობს ის უარს ნატო-სა და ევროკავშირზე, ამ მოცემულობაში მათ გადაწყვიტეს, პარლამენტი დაეხურათ და 2-კვირიანი არდადეგები მოეწყოთ, მაგრამ ისინი ნახავენ, რომ ქართველ ხალხს ვერც ძალის გამოყენება, ვერც მათი სამაისო არდადეგები ვერ შეაჩერებს, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს ხალხის წინაშე, იმ კონსტიტუციური გადატრიალებისთვის, რომელსაც ისინი აქ კანონით აწყობენ და აუცილებლად, ქართველი ხალხი იმ ძალაუფლებაზე გაიმარჯვებს, რომელმაც საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო“, – განაცხადა აქუბარდიამ

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი იმიტომ, რომ დღეს ამ რუსული უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში მოსვლა ვერ გაბედეს
შემდეგი სტატიადეკანოიძე – სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც არ შეუძლიათ, ახლა საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ