ილია მეორე კემეროვოს ხანძრის გამო რუსეთის პრეზიდენტს და პატრიარქს უსამძიმრებს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში, ხანძრისას დაღუპულთა გამო უსამძიმრებს. სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

“26 მარტს კემეროვოს ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს და მხოლოდ ლოცვა გვმართებს,

თქვენთან ერთად ვგლოვობთ და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს ახლადშესვენებულთა სულნი, სადაცა მართალნი განისვენებენ, ხოლო მ,ათ ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და მტკიცე რწმენა.

ძმური სიყვარულით“,- წერია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილს, პატრიარქი წერს, რომ მომხდარმა ტრაგედიამ ის შეძრა.

“შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ. მიიღეთ ჩვენი სამძიმარი. ვგლოვობთ ჩვენც და აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ახლადშესვენებულთა სულნი დააწესოს საყოფელსა მართალთასა, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა და ნუგეში“,- წერს ილია მეორე.

რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია.

banner
წინა სტატიაშიახალი Huawei P20: სმარტფონი, რომელიც სიბნელეშიც ხედავს
შემდეგი სტატიალია მუხაშავრია – “პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაშალოს”