Airbnb დასავლეთის სანაპიროს ებრაულ მოსახლეობას არ ემსახურება. ისრაელი აღშფოთებულია

სერვის Airbnb-ის გადაწყვეტილებამ, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ებრაულ მოსახლეობას არ მოემსახუროს, ისრაელში აღშფოთება გამოიწვია. ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა იარივ ლევინმა განაცხადა, რომ თუკი დასახლების მკვიდრები ამერიკულ ფირმას უჩივლებენ, მთავრობა მათ მხარს დაუჭერს.

ლევინმა გადაწყვეტილებას “დისკრიმინაცია”, “სირცხვილი” და “უსუსური” უწოდა. მან ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას მოუწოდა დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები Airbnb-ის მუშაობის შესაჩერებლად.

სერვის Airbnb-ის ხელმძღვანელობის განმარტებით, დასახლება პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ნაწილია. სულ Airbnb-მ 200 განცხადება გააუქმა. პალესტინელები გადაწყვეტილებას მიესალმნენ.
საერთაშორისო ნორმებით, ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაშენებული დასახლებები არაკანონიერია. ისრაელი ამას არ ეთანხმება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშინავთობზე ფასი ვარდება
შემდეგი სტატია,,ევროპული საქართველოს” წევრებმა პარტია რუსთავშიც დატოვეს