,,ევროპული საქართველოს” წევრებმა პარტია რუსთავშიც დატოვეს

,,ერვოპული საქართველოს” წევრებმა პარტია რუსთავშიც დატოვეს. რუსთავის რაიონული ორგანიზაციის
30 -მდე აქტივისტი, აგიტატორი და შტაბის ხელმძღვანელი ევროპულ საქართველოს ტოვებს და მმართველ გუნდს, “ქართულ ოცნებას” უერთდება.

მინდია კეჭაყმაძის თქმით, რომელსაც გადაწვეტილების მიღებამდე, ე.წ ჭყონდიდელის შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა, მათთვის მიუღებელია ,,ევროპული საქართველოს” მიერ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა.

პარტიის ახლა უკვე ყოფილი წევრები, ამ უკანასკნელს ასახელებენ მთავარ მიზეზად, რის გამოც მათ ,,ქართულ ოცნების” და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიAirbnb დასავლეთის სანაპიროს ებრაულ მოსახლეობას არ ემსახურება. ისრაელი აღშფოთებულია
შემდეგი სტატიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა