ადვოკატი: ანასტასია შატალოვა საკუთარი შვილის მამისთვის შემაკავებელი ორდერის გაგრძელებას ითხოვდა

ადვოკატ პაატა შავაძის განცხადებით, ანასტასია შატალოვა, რომელიც თბილისში მოკლეს, საკუთარი შვილის მამისთვის, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურა ბერიძისთვის შემაკავებელი ორდერის გაგრძელებას ითხოვდა. როგორც ადვოკატი აცხადებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ეს საქმე ამ დრომდე გრძელდებოდა.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ შატალოვას ბოლო პერიოდში ჰქონდა შიშები და რამდენჯერმე თქვა, რომ მოკლავდნენ.

„მას მუდმივად ჰქონდა შიშები, რამდენჯერმე უთქვამს, რომ მომკლავენო. ყოფილი ვიცე-მერი ზურა ბერიძე ბრალდებულია 126-ე, ფიზიკური ძალადობის მუხლით. მან ფიზიკურად იძალადა შატლოვასა და საკუთარ შვილზე. საქმე აღძრულია და ძალიან გაგვიკვირდა, რომ მოსამართლემ 50 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. მე იურისტი ვარ, ვერ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, ვერ ვიტყვი, ეს მკვლელობა რას უკავშირდება, თუმცა დაბეჯითებით ვამბობ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შატალოვა და ბერიძე შერიგდნენ და ერთად ცხოვრობდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ადვოკატმა, პაატა შავაძემ.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი: ოპოზიციის რიგები კიდევ უფრო გაიზრდება
შემდეგი სტატიაანა ფოტიგა: ეს არჩევნები გაიმართა უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაში