უდუმაშვილი: ოპოზიციის რიგები კიდევ უფრო გაიზრდება

ახლა არ არის დრო პოლიტიკური სიმპატიების და პოლიტიკური ანტიპატიების, ახლა გაერთიანების დროა. კონსულტაციებს აქტიურად ვმართავთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მცხეთის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის იმ ოპოზიციური კანდიდატების ერთობლივი მხარდაჭერა, რომლებიც გასულები არიან მეორე ტურში.

„მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია დავამარცხოთ „ქართული ოცნების“ კანდიდატები და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. არჩევნების მოახლოებასთან ერთად დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის რიგები კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს ყველა კარგად აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ დღეს პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესები“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივოლსკი ევროპარლამენტარების წერილს აფასებს: ფარისევლურია
შემდეგი სტატიაადვოკატი: ანასტასია შატალოვა საკუთარი შვილის მამისთვის შემაკავებელი ორდერის გაგრძელებას ითხოვდა