Adidas-ის ყოფილი მფლობელი საფრანგეთში ცემეს და გაქურდეს

საფრანგეთში ქურდებმა ცნობილი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის ბერნარ ტაპის სახლში შეაღწიე და ის და მისი ცოლი ცემეს.
ინციდენტი ტაპის აგარაკზე, პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა. ოთხმა მამაკაცმა შუაღამე დაცვის გაცურება და მილიონერის სახლში შეღწევა მოახერხა. მათ ცოლ-ქმარი ელექტრონული თასმებით შეკრეს, ცემეს და სამკაულები გაიტაცეს. ტაპი ხელჯოხის პირველივე დარტყმით გათიშეს. ცოლს კი ცემდნენ, რომ მას ეთქვა, სად ინახავდა სამკაულებს. მან მოგვიანებით მოახერხა გაქცევა და მეზობლის სახლიდან პოლიციაში დარეკვა.

78 წლის ტაპი წარსულში რამდენიმე ხანი საფრანგეთის მთავრობაში მინისტრად მუშაობდა. რამდენჯერმე მის წინააღმდეგ კორუფციისა და თაღლითობის ბრალდებით სასამართლო პროცესებიც გაიმართა, რომლის შედეგადაც მან ციხეში ოთხი თვე გაატარა.

1986 წიდან ბერნარ ტაპმა მარსელის საფეხბურთო კლუბი “ოლიმპიკი” 35 მილიონ დოლარად შეიძინა და რვა წელი მისი პრეზიდენტი იყო. 1990-1993 წლებში Adidas-ს ხელმძღვანელობდა. ახლა მას ჰოლდინგი Bernard Tapie Group ეკუთვნის და La Provence Group-ში, რომელიც გაზეთებს La Provence და Corse-Matin-ს გამოსცემს, 89 % წილის მფლობელია. 2019 წელს მისი ქონება დაახლოებით 250 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.

banner
წინა სტატიაშიSocial Impact Award 2021 იწყება
შემდეგი სტატიავარშავას აეროპორტში ბომბის შესახებ ინფორმაციის შემდეგ თვითმფრინავის ევაკუაცია მოხდა