ადამიანებს, რომლებმაც შსს-ს რიგებში მუშაობის რესურსი ამოწურეს, მადლობას გადავუხდით და დავემშვიდობებით – მღებრიშვილი

ადამიანებს, რომლებმაც შსს-ს რიგებში მუშაობის რესურსი ამოწურეს მადლობას გადავუხდით და დავემშვიდობებით, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

როგორც მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე მიცემული აქვს დავალება მოადგილეებისა და დეპარტამენტის თავმჯდომარეებისთვის, წარმოადგინონ იმ თანამშრომლების სია, რომლებიც საქმიანობის პერიოდში ნაკლებად პროდუქტიულები იყვნენ.

„ჩვენ ამ სიას ინდივიდუალურად გავივლით. იმ ადამიანებს, რომლებსაც ამუწურული აქვთ რესურსი შსს-ში რიგებში მუშაობისა, გადავუხდით მადლობას და დავემშვიდობებით. გარდა იმისა, რაც მე მოგახსენეთ, რომლებიც გამოირჩევიან შეურაცხმყოფელი საქციელით და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის მუნდირს და თითოეულ პოლიციელს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელის მხრიდან ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა- მღებრიშვილი გასვიანის ცემაზე
შემდეგი სტატიაე.წ.კანონიერ ქურდობაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს